ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს მიმართავს და სისხლის პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
"დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფებთან, რომლებიც შესაძლოა ვერ გადარჩენილიყვნენ და ყველა მათგანი გადარჩა. გვეკითხებიან, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ, თუ ასეთი ეფექტურია - ეს არ არის მონოპოლური ანტისხეულები, მაგრამ სანამ ისინი არ გვექნება, გარკვეულწილად შეიძლება გამოვიყენოთ.
დონორები არ გვყავს. არ მოდიან. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა" - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






