სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლინდა
COVID-19 - 12:49, 14 Oct, 2020     1243
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა - კორონავირუსზე 91 პირის პასუხი დადებითია. აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.ასევე მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. აღნიშნულ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.


"შპს „ფოთის ტექსტილში“ განხორციელდა პერსონალის გატესტვა, გუშინ გაიტესტა 400 თანამშრომელი, მათგან 56 დადებითია, ისინი ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში, რომელიც კლინიკა “ევექსის” მედპერსონალია, მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება. 1 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 4 პაციენტი. რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან 2 ჩხოროწყუს მცხოვრებელია, 6 ზუგდიდელია და 2 ხობის მცხოვრებელია",- აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში 137 ადამიანი იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42