შედეგს ერთ კვირაში ვიგრძნობთ: რა ცვლილებები შევიდა კორონავირუსის გაიდლაინში
COVID-19 - 00:04, 14 Oct, 2020     3861

საქართველოში კორონავირუსის მართვაში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა, სადაც შეაფასეს არსებული ვითარება და შესაბამისად მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება.

ცერცვაძის ინფორმაციით:

  1. განახლდა COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი არსებული მონაცემებისა და თანამედროვე მიდგომების შესაბამისად. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ყოველდღიურად გროვდება ახალი ცოდნა კორონავირუსთან ბრძოლაში და აუცილებელია, რომ გაიდლაინებიც ამის მიხედვით განახლდეს. COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
  2. გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და სამინისტროს წარმომადგენელი.
  3. გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია პრაქტიკოსი ექიმი, რომლებსაც კოვიდის მართვის გამორცდილება აქვთ.
  4. 5 მობილური ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ერთი – იმერეთში, სამი ჯგუფი კი იმუშავებს თბილისში.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, ამ მობილურ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია: ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს კლინკების ძლიერ და სუსტ მხარეებს და მერე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ინსპექტირებით, არამედ, ადგილზე გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას ექიმებს.

ცერცვაძის ცნობით, მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნის წინაპირობა გააჩინა ბოლო 2-3 კვირის შემთხვევებისა და სიკვდილობის ზრდამ.

“საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები. შედეგს საქართველო იგრძნობს ერთ კვირაში”, – აღნიშნავს ცერცვაძე.

მობილური ჯგუფების შექმნა, ძირითადად, გამოიწვია შემთხვევების ზრდამ და ასევე, კოვიდის მართვაში, ჯამში, 35 კლინიკის ჩართვამ. პირველ ეტაპზე კოვიდპაციენტებს მხოლოდ 11 კლინიკა იღებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42