შემზარავი კადრები ყარაბაღიდან- აზერბაიჯანი სომეხი ჯარისკაცების უპილოტო საფრენი აპარატიდან დაბომბვის კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)
მსოფლიო - 18:03, 13 Oct, 2020     17140

ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება ისევ მწვავედ მიმდინარეობს. რუსეთში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ დრომდე არ მოქმედებს- ექსპერტთა ვარაუდით, არც ერთი მხარე არ აპირებს იქამდე გაჩერებას, სანამ მათთვის სასურველი რეალობა არ შეიქმნება ფრონტის ველზე. აზერბაიჯანული არმია მუროვდაგის ქედიდან დაშვებას და მ11-ის ტრასის გადაკეტვას ცდილობს.

ბრძოლები აქტიურია აგრეთვე ჰადრუტის მიდამოებშიც- თუ აზერბაიჯანი ქალაქ ჰადრუტს დაიკავებს, ამის შემდეგ არმიას გზა ეხსნება ქალაქ ფიზულის მიმართულებით, საიდანაც მარტივად შეუტევენ სტეფანაკერტის ზონას.

აზერბაიჯანული სამხედრო პორტალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ ბომბავს საჰაერო დამრტყმელი დრონი სომხური არმიის პოზიციებს. აღნიშნულ ვიდეოში ჩანს სომეხ მებრძოლთა შეკრება ერთ-ერთ ლოკაციაზე, სადაც უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა ავიაიერიში. აზერბაიჯანელთა თქმით დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

აგრეთვე გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, სადაც ასახულია ღამის მოქმედებები- თხრილში მყოფ სომეხ მებრძოლებს უპილოტო კამიკაძე საფრენი აპარატი ბომბავს. აზერბაიჯანელთა განცხადებით, ორივე ვიდეოკადრი ჰადრუტის მიმართულებით შეტევის ეპიზოდებს ასახავს.







































მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42