ჩვენ ვიმყოფებით უღელტეხილზე - ეკატერინე ტიკარაძე
COVID-19 - 16:55, 13 Oct, 2020     1376
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა ახლა „უღელტეხილზე იმყოფება“, ამის თქმის საფუძველს კი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა აძლევს. მან „დღის კურიერში“ საქართველოში არსებული კოვიდსიტუაცია შეაფასა, ასევე ისაუბრა აჭარაში ინფექციის მართვაზე და ახსნა, თუ რატომ არ არის აუცილებელი რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესება:

"თქვენ იცით, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩვენ აჭარაში გვაქვს საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, სწორედ ამ მკაცრმა შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენ უკვე ვაკვირდებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე დასტაბილურებულ რიცხვს ინფიცირებულებისას, რომლებიც არიან ის საკონტაქტო პირები, რომლებიც უკვე ინფიცირებულები იყვნენ და აქედან გამომდინარე, დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებიც იქნება მიღებული. ამ ეტაპისთვის, ვაიდენტიფიცირებთ შემდეგ საჭიროებას, რომ გავზარდოთ საწოლ ფონდი აჭარაში და დღეის მდგომარეობით, უკვე აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება დამატებით 50 საწოლის დამატება, ხოლო სხვა კლინიკები, რომლებიც ასევე არიან კოვიდ მართვაში ჩართულები, აჭარაში რეგიონში და კერძოდ ბათუმში, მათი მხრიდან მოხდება 30-მდე რეანიმაციული საწოლის დამატება, რაც ამ ეტაპისთვის და იმ რიცხვისთვის, რომელიც დღეს დღეობით გვაქვს აჭარის რეგიონში, სრულიად ფარავს საჭიროებას. რაც შეეხება ჰოსპიტალური ქსელის რესურსს, ის საკმაოდ ფართოა. ვირუსის დინამიკის შეფასებისას კი უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა უღელტეხილზე იმყოფება“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42