მიუხედავად იმისა, რომ ე.წ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვში გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიური საბრძოლო შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. განსაკუთრებით მწვავეა ბრძოლები ე.წ მთიანი ყარაბაღის სამხრეთის მიმართულებაზე. ქალაქ ჰადრუთში, რომელიც საკვანძო შეხების წერტილად იქცა დაპირისპირებულ მხარეთა შორის, ამ დრომდე ინტენსიური სროლებია.
რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, მიწის თითოეულ სანტიმეტრზე მიმდინარეობს უმძიმესი ბრძოლები. მათი თქმით, სომხურმა მხარემ ჩართო სპეცდანიშნულების რაზმის სრული შემადგენლობა, რომლის საშუალებითაც მოახერხა პროგრესის მიღწევა და უკან დაახევინა მოწინააღმდეგ მხარეს. აზერბაიჯანელთა განცხადებით კი აქტიურად კონტროლდება აღნიშული დასახლებული ზონის გარეშემო არსებული სიმაღლეები. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია დიდი დანაკარგის შესახებ როგორც სომხეთის, აგრეთვე აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებს შორის.
აზერბაიჯანის სამხედრო პორტალები იტყობინებიან ჰადრუტის სრულად დაკავების შესახებ და ავრცელებენ ქალაქის კადრებს. ვიდეოს ბოლო მომენტში აცხადებენ, რომ მათ დაიკავეს ქალაქი ჰადრუტის ცენტრი, სადაც აღმართეს კიდეც აზერბაიჯანელთა ეროვნული დროშა.
მასალის გამოყენების პირობები






