აშშ-ში იუტას შტატში ერთ-ერთი ამერიკელი მოლაშქრე კანიონზე გადაადგილებისას შემთხვევით მტაცებელ პუმას გადააწყდა. 26 წლის კაელ ბურჯესი პროვოს კანიონთან ბილიკით ეშვებოდა დღის ხუთ საათზე, რა დროსაც მან გარეული ცხოველის ნაშიერებს მოკლა თვალი, რამდენიმე წამში კი ბოკვერთა დედა გამოჩნდა, რომელმაც ბურჯესს ღრენა დაუწყო. ცხოველი ფეხდაფეხ მიყვებოდა თავის ობიექტს და ცდილობდა იგი საკმაო მანძილზე განედევნა თავისი შვილებისგან.
ბურჯესმა თავისი სმარტფონი ჯიბიდან ამოიღ` და გადაიღო პატარა, პუმები, რა დროსაც დედაც მოვიდა- ცხოველი 6 წუთის განმავლობაში მოზდევდა ახალგაზრდა მამაკაცს. აღნიშნული კადრები ბურჯესმა ინსტაგრამზე განათავსა, სადაც ჩანს რომ იგი ცხოველს აგინებს და უყვირის, რათა ამ ფორმით ჰგონია, რომ პუმას შეაშინებს. მიუხედავად პანიკისა, იგი თანმიმდევრულად უკან იხევდა სწორი ნაბიჯებით.
გარეულმა ცხოველმა მისი მიმართლებით დაიწყო გადახტომა- იგი თვისი ბრჭყალებითა და ღრიალით აშინებდა ბურჯესს.
„არა! არა! წადი აქედან! არ მგონია მეგობარო, რომ დღეს სიკვდილს ვაპირებდე“ - ამბობს ვიდეოში ბურჯესი. მან მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ YOUTUBE-ზე ჰქონდა ნანახი მსგავსი სიტუაციები და გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა თუ როგორ უნდა ემოქმედა.
კადრებში ჩანს, რომ ვიდეოს ბოლოს ბურჯესმა შეძლო ქვის აღება, რამაც შეაშინა პუმა და გაიქცა.
მასალის გამოყენების პირობები






