გადაიღეთ ვიდეო, ფოტო ან დაწერეთ ესე. მოყევით თქვენი გმირის შესახებ, გაგვაცანით მეგობარი, ახლობელი, ნათესავი თუ მეზობელი, რომელიც იბრძვის თანასწორობისთვის და იცავს საკუთარ და სხვათა უფლებებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მათ, ვისაც ისტორიის თხრობის ტექნიკის გამოყენებით (storytelling) (პროფესიონალი ჟურნალისტების გარდა) შეუძლიათ სხვადასხვა ციფრული პროდუქტების შექმნა: ვიდეო/ფოტო/ესე.
გამოაგზავნეთ ესე ქართულ ენაზე ან ფოტო მოკლე წარწერით ფოტოზე მოცემული ისტორიის შესახებ არაუმეტეს 50 სიტყვისა (დაშვებულია ასევე მობილურით გადაღებული ფოტოები) ან ვიდეო არაუმეტეს სამი წუთისა.
ამავდროულად, ვიდეო, ფოტო თუ ესე უნდა გაზიარდეს კონკურსანტის პირად Facebook პლატფორმაზე ჰეშთეგის #თანასწორობისრეპორტიორი #Equalityreporter გამოყენებით და კამპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის „მე ვირჩევ თანასწორობას“ მონიშვნის გზით.
პროდუქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 20 ოქტომბერი.
გამარჯვებულები დასახელდებიან თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 9-16 ნოემბერს გაიმართება.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: antidiscrimination.georgia@coe.int სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი
მასალის გამოყენების პირობები






