5 წლის ბიჭმა დედა მძარცველებისგან დაიცვა მაშინ, როდესაც შეიარაღებული ბოროტმოქმედები მის სახლში შემოიჭრნენ. აღნიშნული შემთხვევა ინდოეთში მოხდა, რომლის შესახებაც ბრიტანული მედია ავრცელებს ინფორმაციას. სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან ჩანს ის მომენტი, როდესა სულ მცირე შეიარაღებული მამაკაცები ანგრევენ ტამიკა რაიდის სახლის კარებს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცებმა დააკაკუნეს კარებზე, რა დროსაც ისინი შემოიჭრნენ სახლში და ოჯახის წევრებს მკვლელობით დაემუქრნენ თუ არ მისცემდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და ფულს. სწორედ ამ დროს კი 5 წლის მცირეწლოვანმა ბიჭმა აიღო თავისი სათამაშოები და ესროლა ისინი ბოროტმოქმედებს, ფიქრობდა რომ ამ ფორმით გაუმკლავდებოდა მათ. ბავშვმა შეიარაღებული ახალგაზრდის გათრევა სცადა. მას არ გამოუვიდა, თუმცა ბავშვის მიერ გამოხატული აგრესიის მიუხედავად, ბოროტმოქმედები მას ფიზიკურად არ გასწორებინა.
მძარცველები სახლიდან ძვირფასეულობის გარეშე წავიდნენ. მათ არც ერთი ოჯახის წევრისთვის არაფერი დაუშავებიათ.
ბავშვის დედა აცხადებს, რომ მისი მცირეწლოვანი ბიჭი მისთვის გმირია, რომელიც ცდილობდა, შეიარაღებულ მძარცველებს გამკლავებოდა.




მასალის გამოყენების პირობები






