რუსეთში კორონავირუსის გავრცელების უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბია - უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 13 868 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შემდეგაც დაავადების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში 1, 326 178-ს შეადგენს.
ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღე-ღმის განმავლობაში 244 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსისგან, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
პუტინმა ბრძანება გასცა უშიშროების საბჭოს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში დაავადების გავრცელების პრევენცირება იქნება. აღნიშულ კომისიას დიმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში სულ 96 000 ადამიანი დააჯარიმეს კორონავირუსის აუცილებელი შეზღუდვების უგულებელყოფის გამო. გამოჯანმრთელებულთ რიცხვი ქვეყანაში 1 031 785 ადამიანს შეადგენს. 270 000-ზე მეტი დღემდე აქტიური პაციენტია სხვადასხვა კლინიკებსა და სამედიცინო პუნქტებში.
მასალის გამოყენების პირობები






