"გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, სულ დადასტურებული გახლავთ 12 841 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელებული არის 6 867 პაციენტი, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა 329 გამოჯანმრთელებული. აქტიური შემთხვევა გახლავთ 5 974 პაციენტი. მათგან 50 არის კრიტიკულად მძიმე - 31 არის ინტუბირებული, ინვაზიური მართვით სუნთქვაზე, შესაბამისად, 19 სიპაპ რეჟიმზეა. ამ პაციენტებიდან 7 გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი კი ცხინვალიდან.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით განაწილებას, სამწუხაროდ, მაინც ყველაზე მეტი გახლავთ აჭარიდან - 207 ახალი შემთხვევა, თბილისში არ გავქვს მკვეთრი ზრდა - 168 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 117, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, გურიაში - 8, კახეთსა და მცხეთა-თიანეთში 5-5, სამცხე-ჯავახეთში - 3" - განაცხადა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






