ვიქტორ იანუკოვიჩმა დუმილი დაარღვია და მოსახლეობას მიმართა
მსოფლიო - 09:45, 26 Nov, 2013     3096

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩის განცხადება გაავრცელა. ქვეყნის პირველი პირი დუმილს არღვევს და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს, მათ გაგებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტი ევროპული კურსია.

„უახლოეს მომავალში მე მივცემ ვრცელ ინტერვიუს ტელეარხებს და ყველა კითხვას ვუპასუხებ, ახლა კი მინდა, უბრალოდ, ხაზი გავუსვა: უკრაინაში ევროპული სტანდარტების საზოგადოების ჩამოყალიბებას ალტერნატივა არა აქვს და ჩემი პოლიტიკა ამ მიმართულებით ყოველთვის იყო და იქნება თანმიმდევრული.

რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ ევროპულ გზას ვადგავართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელებს სთხოვს, მოუსმინონ და დაუჯერონ და არწმუნებს მათ, რომ უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს და არაც აპირებს.

განცხადებაში აღნიშნულია: „მე არ ვიქნებოდი მართალი, არ გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რათა ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები, მიიღონ ანაზღაურება, პენსია და სტიპენდიები. მე მინდა, რომ ჩვენს დიდ უკრაინულ ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს. როგორც მამას არ შეუძლია, დატოვოს ოჯახი უპუროდ, მეც არ შემიძლია, ბედის ანაბარა დავტოვო ხალხი იმ პრობლემების წინაშე, რაც შესაძლოა წარმოიშვას, თუკი იმ ზეწოლის შედეგად, რასაც ჩვენ განვიცდით, გაჩერდება საწარმოები და მილიონობით ადამიანი დარჩება ქუჩაში. ამიტომაც მე მიწევს, მივიღო არც ისე ადვილი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ მიწევს გარისკვა და ზოგჯერ ჩემი ქმედება გაუგებარია.

და სწორედ ამიტომ ვთხოვ დღეს მე ჩვენს ხალხს, ყურადღებით მომისმინოს პირადად მე. მე არასდროს გადავდგამ ერთ ნაბიჯსაც კი უკრაინისა და ხალხის საზიანოდ. უკრაინელი ხალხის ნება იყო, არის და იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ჩემთვის, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. მინდა, რომ ხალხმა იცოდეს ეს. ყველას ვუხდი მადლობას მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოვლენისთვის.

სატელევიზიო ინტერვიუში მე უფრო დეტალურად მოვყვები ჩვენი საერთო ნაბიჯებისა და მოქმედებების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ. თქვენი გაგებისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს. მე მჯერა - ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სიძნელეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გზაზე, რადგან არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ბრძენი, ერთ მუშტად შეკრული ხალხი ვერ გადალახავს.

ჩვენ არასდროს, არავის უნდა მივცეთ უფლება, ხელი შეგვიშალოს. მილიონთა ლოცვა და ოცნება ღვთის ნებას ეფუძნება“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42