აშშ-ში, ლუიზიანას შტატში გასულ კვირას დააკავეს მღვდელი გარყვნილი ქმედების გამო. მას შეუსწრეს, რომ ორ მეძავს დომინანტის სტატუსის მქონე ქალთან ტაძრის საკურთხეველში ჰქონდა სექსი. მას შემდეგ რაც თვითმხილველმა აღნიშნული ფაქტი დააფიქსირა, მან ფანჯრიდან შენიშნა კორსეტებიანი, ორი მაღალქუსლებიანი ქალი. 37 წლის სასულიერო პირს, ტრევის კლარკი ნახევრად შიშველი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას FOXNEWS-ი აქვეყნებს.
სამართალდამცავთა თქმით, ჯგუფური სექსის მონაწილეებმა ირგვლივ ოთახი გაანათეს და ეროტიული შეხვედრა მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღეს. თვითმხილველმა პოლიციასთან საუბარში განაცხადა, რომ უცნაური იყო მისთვის, როდესაც წმინდა პეტრეს ტაძარში შენიშნა განათება. აღნიშნული ინციდენტი კი თვიმთხილველმა გადაიღო ტელეფონზე და პოლიციას აჩვენა.
სამართალდამცავებმა კლარკთან ერთად დააკავეს 41 წლის მინდი დიქსონი და 23 წლის მელიშა ჩენგი. კლარკს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები






