არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვაჰრამ პოღოსიანმა განაცხადა, რომ ქალაქ ჰადრუთში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ამის შესახებ წერს რუსული მედია რია ნოვოსტი.
„მტერი, რომელიც ამ მიმართულებით ახდენს დიდი ძალების კონცენტრირებას, ქალაქში შეჭრას ცდილობს, თავდაცვის ძალები კი მიწის თითოეული სანტიმეტრისთვის ბოლომდე იბრძვიან“ - აცხადებს ე.წ თვითაღიარებული ყარაბაღის საინფორმაციო ცენტრი.
აზერბაიჯანული სამხედრო პორტალები აღნიშნულ მიმართულებაზე ბრძოლების შედეგად მოკლული სომეხი ჯარისკაცების ვიდეოს ავრცელებს. კადრებში ასახულნი არიან შეტაკებების დროს სანგრებში ჩახოცილი მეომრები. ერთ-ერთი ვერსიით, მათი გარდაცვალების მიზეზი დრონიდან განხორციელებული თავდასხმაა. აზერბაიჯანის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ჰადრუთი მათ მიერ უკვე 3 დღის წინ იქნა გათვისუფლებული და სომეხთა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალაქი დაიკავეს დეზინფორმაციაა.
მასალის გამოყენების პირობები






