უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მაინც გაემგზავრება, თუმცა კიევი და ბრიუსელი, ჯერჯერობით, მზად არ არიან ხელი მოაწერონ ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე.
კოჟარამ აღნიშნა, რომ კონკრეტულად დღევანდელ დღეს კიევი და ბრიუსელი „არ არიან მზად“ ასოცირებაზე ხელმოსაწერად, თუმცა, კოჟაროვის თქმით, ეს არ ნიშნავს უკრაინის უარს ევროინტეგრაციაზე.
ევროკონისარმა სტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად იქნება განაახლოს ასოცირებაზე შეთანხმების ხელმოწერაზე მომზადება, როგორც კი უკრაინა დაადასტურებს თავის მზადყოფნას განაახლოს მსვლელობა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებასა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ თავისივე მოქალაქეების აკეთილდღეოდ.
გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინადადება კიევის მიმართ კვლავ „რჩება მაგიდაზე“.
როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს „ძალიან ძლიერი პოზიტიური სიახლეა“ 28-29 ნოემბერს ვილნიუსში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის და, შესაძლოა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მონაწილეობის შესახებ.
მომზადებულია Интерфакс-Украина-ს მასალების მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






