აშშ-ში, სამართალდამცავებმა ერთ-ერთ ოჯახში ცხოველების არალიცენზირებული სარეაბილიტაციო ცენტრი აღმოაჩინეს და საქმიანობა აუკრძალეს. აღნიშნული ე.წ დაწესებულებიდან ცხოველები სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრის მეპატრონის 2 წლის შვილიშილმა მგლების ე.წ გალიასთან მიახლოვების შემდეგ მკლავი დაკარგა.
სამართალდამცავებმა გარეული ცხოველების განთავსების ადგილას აღმოაჩინეს მგლები, მელიები და მგლებთან შეჯვარებული ძაღლები. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ხელის შენარჩუნება ვერ შეძლეს ექიმებმა.
ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მცირეწლოვანმა ბავშვმა შესაძლოა გარეული ცხოველის გალიაში ხელი შეყო, რა დროსაც ისარგებლა ამით მგელმა და მას ხელი მოაჭამა. როდესაც ოჯახის წევრები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, აღმოაჩინეს, რომ ბავშვს მკლავი იდაყვიდან მოწყვეტილი ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






