„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა. გიშინდელთან შედარებით, ცოტა შემცირდა. გუშინ იყო 523 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია 12 272 კოვიდინფიცირების შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 55%-ზე მეტია, ეს შეესაბამება 6 538 პაციენტს, ანუ ბოლო 24 საათის მანძილზე გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი. აქტიური შემთხვევა გახლავთ 5 734. აქედან კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 31 მათგანი ინტუბირებულია, 29 გახლავთ სიპაპ რეჟიმზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 8 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი კი ცხინვალიდან.
რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა განაწილება ასეთია: ყველაზე მეტი მაინც აჭარაში ფიქსირდება - 196 ახალი შემთხვევა, თბილისი - 178, იმერეთი - 65, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 1, მცხეთა-თიანეთში - 4 ახალი შემთხვევა" - განაცხადა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






