„მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი ვუსურვო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. ასევე, ინფრასტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ ნაწილშიც შეიცვალა ბევრი რამ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო აყვანილი. 183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
დღეიდან, 12 ოქტომბრიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, აჭარის გარდა, საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება განაახლეს.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის რამდენიმე ბაღში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს ბაღები კოვიდშემთხვევების გამო დღეს არ დაიწყებენ მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები






