რუსთავში, მტკვარში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხიდიდან გადავარდა. ადგილზე მოზარდს მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.
ერთსაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდის ცხედარი იპოვეს.
„პრაიმტაიმის, ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსთავის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ჭანჭარაშვილია. მისი მეგობრების ინფორმაციით, ნიკას ხიდის ჯებირიდან ფეხი დაუცდა და მტკვარში გადავარდა.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს:
„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა.“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
„მყვინთავი ადგილზე მისვლისთანავე ჩავიდა მტკვარში. ჯერ მივიდა მყვინთავების ჯგუფი და მერე დანარჩენი. მეთევზის გარდა იქ არავინ იყო.“ – წერს მეორე მეგობარი.
მასალის გამოყენების პირობები






