მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებსა და ევროინტეგრაციის მომხრეებს შორის დღეს კიდევ ერთი ხელჩართული შეტაკება გაიმართა, აქციის ორგანიზატორებმა მინისტრთა კაბინეტის პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის შენობას საჯარისო შენაერთები და მილიციის ელიტარული სპეცრაზმი იცავს.
პიკეტი კიევის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00) განახლდება. ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ მინისტრთა კაბინეტის შენობა რამდენიმე სახელმწიფო მოხელემ უკანა გასასვლელის გამოყენებით დატოვა: „მინისტრთა კაბინეტიდან მიიპარებიან, მათ ხალხთან შეხვედრის ეშინიათ“, - ამბობენ ჟურნალისტებთან საუბარში ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტები.
ამ დროისთვის ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტარნტების რიცხვი როგორც კიევში, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებში, საათობრივად იზრდება. კიევის ევრომოედანზე მორიგეობაა დაწესებული და კარვების ქალაქია გაშლილი.
მასალის გამოყენების პირობები






