გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის პირველი 25 000 დოზა შემოდის - ვის აცრება უფასოდ
COVID-19 - 22:14, 09 Oct, 2020     2175

გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის პირველი პარტი საქართველოში 10 ოქტომბერს შემოვა. 25 000 დოზა ვაქცინა ორშაბათიდან განაწილდება.

სულ საქართველოს 135 000 დოზა ვაქცინა აქვს ნაყიდი, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, სახელმწიფო კიდევ მუშაობს და, ჯამში, 250 000 დოზამდე ვაქცინას შეიძენს.

"პირობა გვაქვს, რომ იგივე მწარმოებელი დამატებით 25 000 დოზას მოგვაწვდის ნოემბრის პირველი ნახევრისთვის და ვმუშაობთ კიდევ, რომ 100 000 დოზამდე შეივსოს და შემოვიდეს ნოემბრის მეორე ნახევარში. ძალიან დიდი დეფიციტია დასავლური ვაქცინების. ამ ეტაპზე, სახელმწიფო შეიძენს დაახლოებით 250 000 დოზამდე ვაქცინას და კიდევ ვმუშაობთ, რომ იგივე ან სხვა, დასავლური წარმოების ვაქცინა კიდევ დამატებითი მოცულობით შემოვიტანოთ.

გარანტირებული არის ეს 135 000 დოზა, რომელზეც კონტრაქტი არსებობს და ხელმოწერილია. შემდეგ 25 000 დოზაზე დასტური გვაქვს, მუშაობა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით შეივსება 100 000-მდე. და კიდევ ვმუშაობთ დამატებით 100 000-ის მოძიებაზე, რაც რთულია" - თქვა ამირან გამყრელიძემ FB-LIVE-ში და აღნიშნა, რომ კერძო სექტორი დაახლოებით 40-50 000 დოზას შემოიტანს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფასოდ რისკჯგუფებს აცრის. იმის გამო, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 25 000 დოზა ვაქცინა შემოდის, სპეციალისტებმა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები განსაზღვრეს. ამის შესახებ FB-LIVE-ში NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ილაპარაკა.

"რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 000 დოზა ვაქცინას, უპრიანია, ჯერ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან და შემდეგ ჩაერთონ სხვა მაღალი რისკის ჯგუფები.

პირველი 25 000 დოზა განკუთვნილი იქნება ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტების და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების და ცე ჰეპატიტის მქონე პირების, ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის. ეს არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ, ვინც შედიხართ რისკჯგუფებში, მიაკითხეთ თქვენს სამედიცინო პუნქტებს, თქვენთვის ვაქცინა უფასოა" - თქვა ზახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42