ნიგერიაში, მამაკაცი, რომელმაც 9 ქალი მოკლა, ქვეყნის სამხრეთის ქალაქ ჰარქურთში სიკვდილით დასაჯეს. პროკურორის განცხადებით, 40 წლის გრეიშას დევიდ ვესტმა თავისი მსხვერპლი ქალები 2019 წლის ივლისიდან სექტემრამდე სასტუმროს ოთახებში დაახრჩო. მოსამართლე ადოლფუს ენებელიმ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი უნდა ჩამოეხრჩოთ ჩადენილი დანაშაულების გამო.
გრეიშას ერთ-ერთი მსხვერპლი მის თავდასხმას გადაურჩა, თუმცა იგი არ ყოფილა სასამართლოზე. სასამართლოს განცხადებით, მკვლელი ჯერ თავიანთ მსხვერპლებთან სექსუალურ ურთიერთობად ამყარებდა, შემდეგ მათ ფეხებსა და ხელებს ზეწრით უკრავდა, ბოლოს კი ამავე ზეწრების გამოყენებით ახრჩობდა მათ.
სამართალდამცავთა თქმით, მოკლულთა შორის რამდენიმე მათგანი სექსმუშაკი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი თავის მსხვერპლს სხვადასხვა ქალაქებში ირჩევდა და ახორციელებდა მათზე თავდასხმებს.
მასალის გამოყენების პირობები






