ყირგიზეთში სიტუაცია ძალზე დაძაბულია, პრეზიდენტმა სოორნბაი ჟეენბეკოვმა ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებისა და საპროტესტო ტალღის ფონზე დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული ბრძანებულებება ძალაში შედის 9 ოქტომბრის 20 :00 საათიდან, რომელიც 21 ოქტომბრამდე გასტანს.
დედაქალაქში შემოიყვანენ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ . სიტუაციის კონტროლი დაევალა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.
შეგახსნებთ, რომ ყირგიზეთში დემონსტრაციები 5 ოქტომბერს დაიწყო , მას შემდეგ რაც მოსახლეობამ გააპროტესტა არჩევნების შედეგები. მომიტინგეები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში და პატიმრობიდან ექს-პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. აღნიშნული ფაქტებიდან ორ დღეში ქვეყნის ცენტრალურმა კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად სცნო, რომლის ფონზეც პრემიერმა თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






