ყარაბაღში სომეხ მებრძოლთა პოზიციებზე აზერბაიჯანული დამრტყმელი დრონებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან გახსნილ ცეცხლს ის სომეხი მეომარი შეეწირა, რომელიც საერთააშორისო მედიისთვის ყარაბაღის მოვლენების სიმბოლოდ იქცა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითგამოცხადებული ყარაბაღის ე.წ პრეზიდენტი არაიკ ჰარუიტუიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას.
ფოტოკადრი, რომელიც ასახავს ზემოხსენებული ჯარისკაცის მიერ საარტილერიო ჰაუბიციდან მოწინააღმდეგეთა პოზიციების მიმართულებით ჭურვის სროლის პროცესს, ძალზე ცნობილი გახლდათ მთელ მსოფლიოში და ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვისას მრავალი მედიის სტატიების მთავარ გვერდებზე ხშირად ქვეყნებოდა ხოლმე.
„მისი ცნობილი ფოტო თავისებურად ასახავს სომეხი ხალხის მძლავრ სულისკვეთებას ამ ომში.ალბერტი და მისმა მეგობრებმა დაგვანახეს რომ სამშობლოს დაცვა უპირველესია და სომეხმახალხმა უნდა იამაყონ ასეთი შვილებით“- აცხადებს ყარაბაღის ე.წ პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში ომი უკვე 13 დღეა რაც გრძელდება სომხურ და აზერბაიჯანულ სამხედრო შენაერთებს შორის. უწყვეტად იბომბება მთიანი ყარაბაღის ე.წ დედაქალაქი სტენაფაკერტი, აგრეთვე ხშირია ფრონტის ხაზის მიღმად აზერბაიჯანულ დასახლებულ პუნქტებში სარაკეტო იერიშების შემთხვევები. ანალიტიკოსთა თქმით, ორივე მხარეს დაღუპულ და დაჭრილ ადამიანთა რაოდენობა შესაძლოა, 6000-საც კი აჭარბებდეს.
მასალის გამოყენების პირობები






