20 წლის მექსიკელი ქალი, რომელიც მეგობრებთან ერთად TikTok-ისთვის გატაცების იმიტირებულ კადრებს ამზადებდა, ვიდეოს გადაღების დროს შემთხვევით გარდაიცვალა.
ვიდეოში ჩანს არელინ მარტინესი, რომელსაც თვალები ახვეული აქვს. ერთი შვილის დედა ვიდეოში ჩანს, რომ ზის იმ მამაკაცის გვერდით, რომელიც მძევლის როლს ასრულებდა, ხოლო მათ წინ მყოფი კაცი აღნიშნული დადგმის ფორმატიდან გამომდინარე თავს ესხმის წვილს. გამტაცებლების როლში მყოფი ადამიანები სცენარის თანახმად, შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატებით და აგრეთვე პისტოლეტებით.
ვიდეოს გადაღების მსვლელობისას , მას შემდეგ რაც გამტაცებლებმა დააჩოქეს მძევლები, ერთ-ერთმა მათგანმა არელინ მარტინესს დამიზნებით ესროლა. როგორც ირკვევა, გადაღებას 10 ადამიანი ესწრებოდა. აღნიშული ტრაგედიის შემდეგ მათ სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი. სამართალდამცავთა ინფორამციით, იმ ე.წ გამტაცებელმა, რომელმაც არელინს ესროლა არც კი იცოდა, რომ იარაღი დატენილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






