ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება- კადრები განადგურებული სამხედრო პოზიციებიდან (ვიდეო)
მსოფლიო - 11:54, 09 Oct, 2020     1643

ყარაბაღში გასული ღამის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობდა სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ ძალებს შორის. აქტიურად იბომბებოდა ქალაქი სტეფანაკერტის ცენტრალური ნაწილი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა საარმიო დანაყოფებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს სომეხთა პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით. სამხედრო უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშულია, რომ საარტილერიო და საჰაერო იერიშების შედეგად აზერბაიჯანის არმიამ სომეხთა მე-5 სამთო პოლკი შტაბი გაანადგურა, რომელშიც 10-ე დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი სამველ გრიგორიანი იმყოფებოდა- იგი მძიმედ დაიჭრა, ხოლო საარტილერიო პოლკის პოლკოვნილ-ლეიტენანტი არმან დერმეიანი და სხვა ჯარისკაცები დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

აღნიშული იერიშის ვიდეო ფაქტს აქვეყნებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. გამოქვეყნდა აგრეთვე კადრები, სადაც ასახულია სომხური ტანკების შენიღბული პოზიციები, თუმცა მათი ადგილსამყოფელი მაინც ადვილი ამოსაცნობი იქნა აზერბაიჯანული მხარისთვის, რომელმაც საავიაციო ბომბით გაანადგურა აღნიშნული ტექნიკა. თავდაცვის უწყებამ აგრეთვე გამოაშკარავა ჯებრაილის რაიონის დამადასტურებელი ფაქტი- ვიდეოში ასახულია სომხური წარწერა ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ჯარისკაცებმა აღმართეს აზერბაიჯანული დროშები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ იუწყება აზერბაიჯანელთა რამდენიმე კოლონის განადგურების შესახებ. ე.წ არცახის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელები მიზანმიმართლად ავრცელებენ დეზინფორმაციას სომეხთა რიგებში ქაოსის გამოსაწვევად. მისი თქმით, ამ დრომდე წარმატებით მიმდინარეობს ყველა იერიშის მოგერიება ფრონტის მთელ ხაზზე.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42