კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 63-მდე გაიზარდა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
COVID-19 - 11:27, 09 Oct, 2020     1072
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების კლების დინამიკა შეინიშნება, თუმცა შემთხვევები იმატებს თბილისში, კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 63-მდე გაიზარდა:

„გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 527 ახალი შემთხვევა. სულ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 10 752, აქედან გამოჯანმრთელებული გვყავს 5 866 პაციენტი, შესაბამისად, აქტიური შემთხვევა არის 4 886 პაციენტი, რომლებიც მკურნალობენ სტაციონარებში, ასევე სასტუმროებში, სადაც უტარდებათ სამედიცინო დახმარება, ნაწილი კი ბინაზე გადის მკურნალობას - ესენი ძირითადად არიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები.

ამჟამად კრიტიკულად მძიმე გახლავთ 63 პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე - 31 ინტუპირებულია, 30 კი სიპაპ-რეჟიმზე იმყოფება. მძიმე პაციენტებიდან 9 გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი კი - ცხინვალიდან.

განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა შემთხვევათა რაოდენობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 190 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, ინფიცირების შემთხვევები იმატებს თბილისში - 179 პაციენტი დაგვემატა. მესამე ადგილზე ისევ იმერეთი რჩება - 91 შემთხვევა, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 10, კახეთში - 11, მცხეთა-თიანეთში - 3, გურიაში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1 პაციენტი“ - განაცხადა ენდელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42