უკრაინაში კორონავირუსი კვლავ მასშტაბურად ვრცელდება- უკანასკნელ 24 საათში 5804 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით, ხოლო 89 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროც ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაავადდა 250 538 ადამიანი, რომეთაგან 4779-ისთვის აღნიშნული დაავადება სასიკვდილო აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებულია 110 650, ხოლო ამ დრომდე აქტიურ მკურნალობას გადის 135 109.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში სულ 36 763 650 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით, რომელთაგან 1 066 983-ისთვის ინფექცია სიკვდილის მიზეზი გამოდგა. გამოჯანმრთელებულია 27 მილიონ პაციენტზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება მთელ მსოფლიოში ოფიციალურად მარტის თვეში დადასტურდა, ამ დრომდე არ არსებობს აქტიური, კონკრეტულად ანტიინფექციური სამკურნალო პრეპარატი და ვაქცინა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალ წლის ბოლომდე უკვე მათ ექნებათ ეფექტური ვაქცინა ინფექციის დასამარცხებლად.
მასალის გამოყენების პირობები






