ათეულობით ნაალაფარი და განადგურებული სომხური ტექნიკა, დაბომბილი სამხედრო ბაზა და ჩასაფრებაში მოწყობილი სამხედრო კოლონა- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მსოფლიო - 15:13, 08 Oct, 2020     4189

ყარაბაღში აზერბაიჯანელებმა სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე სომხური არმიის პოზიციები ძლიერ შეარყიეს და თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სტრატეგიული დასახლებული პუნქტის ჯებრაილის აღების კადრებიც. აზერბაიჯანული არმია შევიდა ჯებრაილში არსებულ სომხურ ბაზაზე და მიტოვებულ სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალებსა და შეიარაღებას დაეუფლა.











ჯებრაილის მიმართულებაზე აგრეთვე ჩასაფრება მოუწყვეს სომხურ სამხედრო კოლონას, რომელსაც გადაჰქონდა წინა ხაზზე შეიარაღება და საბრძოლო მასალათა კომპლექტი არმიისთვის. კადრებში ჩანს რამდენიმე ათეული სამხედრო სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან რამდენიმე მათგანი იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სპეცრაზმელებმაჩასაფრება მოუწყვეს კოლონის წინა რიგებში მყოფ მანქანებს, რომელთა ფონზეც პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.


სამხედრო უწყებამ აგრეთვე გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ჯებრაილიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ფიზულის რაიონში არსებულ სოფელ ჰორადიზთან მომხდარი ბრძოლების შედეგად ნაალაფარი ტექნიკა. კადრებში ნაჩვენებია განადგურებული 2 ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და აგრეთვე პოზიციებზე მიტოვებული, ნაალაფარი 5 ტ-72 ის ტიპის სომხური არმიის ტანკი.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი აგრეთვე აქვეყნებს მარტაკერტში არსებული სომეხთა სამხედრო ბაზის არტილერიიდან დაბომბვის მომენტებს. კადრებში მოცემულია ფაქტი, თუ როგორ ზვერავს ჰაერიდან უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სარაკეტო საარტილერიო დანადგარებს აწვდის ზუსტდ კოორდინატებს, რომლებიც მასირებულად ბომბავენ სომხურ სამხედრო ინფრასტრუქტურას. სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად განადგურებულია საბრძოლო მასალის საწყობი, სამხედრო ბაზის ბარაკები და სხვადასხვა ნაგებობები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42