სამხედრო ანალიტიკურ პორტალ GEO-ARMY.GE-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რუსული წარმოების რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა კრასუხა-4-ის გამოყენებას, რომელიც საჰაერო აპარატებისთვის GPS სიგნალებისა და სხვა სიხშირეების ჩახშობის, ცრუ სიგნალების გადაცემის მიზნით გამოიყენება. ანალიტიკოსთა აზრით, სწორედ აღნიშნულმა სისტემამ მოახდინა დრონის დაზიანება, რომელზეც სავარაუდოდ, მართვის კონტროლი აზერბაიჯანელებმა დაკარგეს. ამ შემთხვევაში დრონი უმისამართო მიმართულებით ავტომატურად გაფრინდებოდა, რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ კი მისი ელემენტები გამოილეოდა, რის შემდეგადაც მან ავტომატური დაშვება და დეტონაცია მოახდინა კახეთში, სოფელ კუჭატანსა და უდაბნოში.

ექსპერტები აგრეთვე მიუთითებენ, რომ აღნიშნული ფაქტები პირდაპირ ემთხვევა რუსულ ინტერესებს, რომლის მიზანიც უნდა იყოს დესტაბილიზაცია რეგიონში.
შენიშვნა: ზემოხსენებული ფაქტის ამსახველ ვიდეოს საინფორმაციო სააგენტო PIA.GE YOUTUBE-ის საკუთრ გვერდზე ავრცელებს.




მასალის გამოყენების პირობები






