ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები არ წყდება- გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანული საარტილერიო დანადგარები ინტენსიურად ბომბავდნენ ქალაქ სტეფანაკერტს. სომხური მედია დაბომბილი ქალაქის ფოტოებს ავრცელებს- როგორც ირკვევა დაიბომბა ათობით სახლი და საცხოვრებელი კორპუსი. ადგილობრივთა განცხადებით, მასობრივი დაბომბვის მსხვერპლი აღმოჩნდა აგრეთვე სკოლისა და საბავშო ბაღის შენობები. მოსახლეობა აცხადებს, რომ განგაშის სირენა, რომელიც დაბომბვის შესახებ იტყობინება, საათში რამდენიმეჯერ ირთვება.
მძიმე მდგომარეობაა აგრეთვე აზერბაიჯანულ ქალაქებშიც, რომლებიც საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან მოშორებით მდებარეობს. ჟურნალისტების მიერ ვრცელდება კადრები დასახლებული ზონების სარაკეტო დაბომბვების შესახებ. სარაკეტო იერიშები მიიტანეს ქალაქ განჯასა და ბარდაზე. ერთ-ერთი ჭურვი უშუალოდ საცხოვრებელ კორპუს დაეცა, რომელმაც რამდენიმე სართულის ჩამონგრევა გამოიწვია.














მასალის გამოყენების პირობები






