შოვინი საპატიმროში 31 მაისიდან იმყოფება. მისი გათავისუფლება ფლოიდის ოჯახის ადვოკატებმა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ საქმე სამართლიანობისგან ჯერ კიდევ შორს დგას.
”სამართალწარმოების სისტემა მუშაობდა შოვინის სასიკეთოდ და მას თავისუფლებას ანიჭებდა, სანამ სასამართლო პროცესი დასრულდებოდა“ - ნათქვამია ადვოკატთა ბენ კრამპისა და ანტონიო რომანუჩის ერთობლივ განცხადებაში.
შოვინის გირაო ექვემდებარება რამდენიმე პირობას, რაც მოიცავს სასამართლოს წერილობითი ნებართვის გარეშე სახელმწიფოს დატოვებას, ფლოიდების ოჯახთან კონტაქტს და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობას ან მიღებას.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს პოლიციელ დერეკ შოვინის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად დაიღუპა - სამართალდამცველმა მამაკაცს ყელზე მუხლი იმდენად ძლიერად დააჭირა, რომ 47 წლის ფლოიდი გაიგუდა. მომხდარ ფაქტს საზოგადოების მხრიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






