როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისში მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან აქ შემთხვევათა მატების ტენდენცია შეინიშნება, ბოლო 24 საათში კი ინფიცირების 134 შემთხვევა გამოვლინდა:
აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა, ამჟამად მხოლოდ 49%-ია, ანუ 230 ინფიცირებული, თუმცა ახლა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თბილისში იმატებს და უკვე 28%-მდე ავიდა, ეს შეესაბამება 134 შემთხვევას, იმერეთში მდგომარეობა სტაბილურია - 68 ახალი შემთხვევა, სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 8-8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში - 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა-თიანეთში 5-5 პაციენტია.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, სამი გარდაცვლილი პაციენტი გვყავს ბოლო 24 საათში და სამივე არის აჭარიდან“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






