საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული გამომძიებლის გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს
COVID-19 - 19:59, 07 Oct, 2020     1184

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 51 წლის მამაკაცი შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია. ის მკურანლობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. კლინკური მენეჯერის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ფილტვის 95 %-იანი დაზიანება.

„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 29 სექტემბერს. იმ დროს ჯერ კიდევ ცხელების ცენტრი იყო ჩვენთან. ჩაუტარდა პისიარ ტესტირება. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. მანამდე, როგორც ვიცი, სამი დღე ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

პაციენტს პირველ რიცხვში დაუდგინდა კორონავირუსი. გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. თავიდან იყო ორივე ფილტვის 30 პროცენტიანი დაზიანება. ის იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის პალატაში.

გუშინ საღამოს პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, რაც გამოიხატა სუნთქვის გაძნელებაში. ამის გამო კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია სისხლძარღვოვანი რეჟიმით და აღმოჩნდა ფილტვის 95 პროცენტიანი დაზიანება. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, სამწუხაროდ დღეს პაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტს ანამნეზში ჰქონდა აორტოკორონალური შუნტირება, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42