სომხეთის არმიამ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი გასულ ღამეს ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ილჰამ ალიევის თანაშემწე, ჰიკმეტ ჰაჯიევი იუწყება.
იგი ინტერნეტ სოციალურ სივრცეში აქვეყნებს დაბომბვის ადგილის ამსახველ ფოტოებს. მისი თქმით, 10 მეტრით აცდა რაკეტა ნავთობსადენს. კადრებში ჩანს რაკეტის აფეთქების შემდეგ მიმოფანტულიკასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტები. ექსპერტთა ვარაუდით, სომხეთმა ჩინური შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარიდან, WM-80-იდან გაისროლა რაკეტა აზერბაიკანელთა მიმართულებით.
როგორც ირკვევა, იერიში ნავთობსადენზე განხორციელდა საქართველოს საზღვრიდან, წითელი ხიდიდან227 კმ-ში იევლახის რაიონში. განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ სომხური მხარე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო მასალიდან არც ერთში არ ფიქსირდება კასეტური ამფეთქი ელემენტები.
მასალის გამოყენების პირობები






