აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ჯებრაილის რაიონის სოფელ ჩახირლოს დაკავების ვიდეოკადრებს. სოფელში აქტიური საბრძოლო შეტაკებების შემდეგ, სომხურმა მხარემ უკან დაიხია. შეგახსენებთ, რომ აღიშული დასახლებული პუნქტის მოსახლეობა 90-იან წლებში სრულად აზერბაიჯანული იყო, თუმცა ყარაბაღის პირველი ომის შედეგების ფონზე, მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ.
აზერბაიჯანული თავდაცვის უწყება თავის ოფიციალურ გვერდზე აგრეთვე აქვეყნებს სომეხ ჯარისკაცთა მიერ მიტოვებული საარტილერიო პოზიციების კადრებს, სადაც ასახულია საბრძოლო ველზე დატოვებული საბრძოლო მასალები- ჰაუბიცის ჭურვები, დ-30-ის საარტილერიო დანადგარები, სატვირთო-სამხედრო ტექნიკა, ქვეითთა აღჭურვილობა და ა.შ
კადრებში აგრეთვე ჩანს უპილოტო დამრტყმელი დრონებიდან დაბომბილი ქვეითთა საბრძოლო და სატრანსპორტო მანქანები- ბმპ-2-ები.
მასალის გამოყენების პირობები






