ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, ბათილად სცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები- ამის შესახებ კომისიის წევრმა, გულნარა დჟურბაევამ განაცხადა- „ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიან 12 ხმით მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.
წინასწარი მონაცემებით, 7 %-იანი ბარიერის დაწესების ფონზე, მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიები შევიდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში- მათ შორისაა, პარტია ბირიმდიკი 24,52 %, მეკენიმ ყირგიზეთი 23,89 %-ით, ცენტრისტული ყირგიზეთი 8.73 %-ით და ბუტუნ კირგიზეთი 7.11 %-ით. დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ გადალახეს 7 %-იანი ბარიერი და აგრეთვე განაცხადეს მრავალმხრივი დარღვევების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც გამოცხადდა არჩევნების შედეგები, დამარცხებული პარტიის მხარდამჭერები ქუჩებში გამოვიდნენ. დემონსტრანტები დამოუკიდებლად ითხოვდნენ განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, თუმცა მათ ეს მოქმედება რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდა ხელისუფლების მიერ, რის შემდეგაც მოხდა შეტაკებები უსაფრთხოების ძალებსა და მოქალაქეებს შორის- სულ 590 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ერთ-ერთი მათგანი კი გარდაიცვალა.
პოლიციელებთან შეტაკების შემდეგ აქტივისტები შეიჭრნენ მთავრობისა და პარლამენტის შენობაში, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში მათ მიერ იყო დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






