თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პირველ დიპლომატს მისი აზერბაიჯანელი კოლება, საგარეო საქმეთა საკითხებში, რამიზ გასანოვი და თურქეთის ელჩი აზერბაიჯანში, ერკან ოზარალი შეხვდა.
„ჩვენ ვიმყოფებით ბაქოში- ამ ფორმით ჩვენი ერის ძმურ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოვხატავთ აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და მევლუთ ჩავუშოღლუ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში კონფლიქტში ჩართულ აზერბაიჯანულ მხარეს. თურქეთის მთავარი დიპლომატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სურს სომხეთს რომ კრიზისი დაარეგულიროს, მან უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალების აზერბაიჯანის მიწებიდან, ყარაბაღიდან.
მასალის გამოყენების პირობები






