ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. ტრამპი რეზიდენტიაში საპრეზიდენტო ვერტმფრენით დაბრუნდა, რომლის შემდეგაც მან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“მე ახლახანს დავტოვე უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი და ეს რაღაცნაირად განსაკუთრებული რამაა:ბევრი რამ ვისწავლე კორონავირუსის შესახებ და რაშიც ყველაზე მეტად დარწმუნებული ვარ არის, ის რომ ვირუსს არ უნდა მისცეთ თქვენზე დომინირების უფლება, არ შეგეშინდეთ ამის გამო. თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ მას-ჩვენ საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გაგვაჩნია. თავს თავდაპირველად კარგად არ ვგრძნობდი, თუმცა ახლა უკვე კარგად ვარ და არ შეგეშინდეთ თქვენც არ მისცეთ დაავადებას თქვენზე გამარჯვების უფლება“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






