მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, შედეგები ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა და დიდი საპროტესტო აქცია გამართ. მომიტინგეები არ ენდობიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ხელისუფლებას მის გაყალბებაში სდებენ ბრალს. სამართლდამცავებმა და სპეცრაზმა დემონსტრაცია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებთან შეტაკებაში დაშავდა 70 ადამიანი, რომელთაგან 5 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 1 კი გარდაიცვალა. მასშტაბურ მიტინგში მონაწილეობა 11 პარტიის წარმომადგენელმა მიიღო- მათ, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ. „დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა, თეთრი სახლი დაიკავეს და იქ არავის უშვებენ“- განაცხადა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული 7%-იანი ბარიერი 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა , ხელისუფლების კოალიციურმა ძალებმა გადალახეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენა, მოგვიანებით, აქციიდან რამდენიმე საათში მომიტინგეებმა მაინც მოახერხეს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა, მათ აგრეთვე გაათავისუფლეს ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრში იმყოფებოდა.








მასალის გამოყენების პირობები






