საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია
COVID-19 - 21:27, 05 Oct, 2020     1405

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

ცნობების თანახმად, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური – 1 თვეს შეადგენს.

0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ინფიცირებულთა 18.5% კი 60 წელს გადაცილებულია.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, PCR ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევათა შორის 51% კაცი, ხოლო 49% – ქალი იყო.

ამასთან, ანგარიშში სიმპტომებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი.

„ PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები“,-აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42