ნიკოლ ფაშინიანი მსოფლიოს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ადეკვატური რეაქცია და შეფასება არ მოჰყვება იმისა, რაც ახლა ხდება რეგიონში, ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა ელოდოს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემას მისცა ინტერვიუ.
„ის, რომ ერდოღანი აზერბაიჯანს მხარს უჭერს, თურქეთისა და ერდოღანის იმპერიალისტური პოლისიტიკის ზრახვებია. მისი ამოცანა გახლავთ ის, რომ აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო არ არსებობდეს. სომხეთი მათთვის ბოლო დაბრკოლებას წარმოადგენს კავკასიაში. შეხედეთ თურქეთის საქმიანობასა და პოლიტიკას ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთში. დღეს ყარაბაღი და სომხეთი ცივილიზაციის წინა ხაზზე იმყოფებიან. თუ მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღება არ დაეთმობა, ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა ელოდოს“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში 27 სექტემბრიდან დღემდე მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება. აღნიშნული კონფლიქტმა უკვე უპრეცედენტო მასშტაბისაა და 1994 წლის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი სამხედრო დაპირისპრიებაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
მასალის გამოყენების პირობები






