თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავაშოღლუმ გააკრიტიკა სომხეთის შეიარაღებული ძალები იმის გამო, რომ სარაკეტო იერიშებით დაბომბილი იქნა ყარაბაღის ფრონტის ხაზის მიღმა არსებული აზერბაიჯანული ქალაქები. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ომის დანაშაულის გამოვლინებაა.
„სომხეთმა ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანულ სოფლებს და აგრეთვე ქალაქებს. ეს სამხედრო დანაშაულია. დაიბომბა სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა.“ განაცხადა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ კონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თურქი პირველი დიპლომატის თქმით, კონფლიქტის მოგვარების გზა არსებოს, თუმცა ამისთვის სომხეთმა უნდა დაიწყოს აზერბაჯანის მიწების დეოკუპაცია და უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია.
„აზერბაიჯანს დახმარებისთვის ჯერ არ მოუმართავს, თუმცა თუ მსგავსი თხოვნა იქნება, ყოყმანის გარეშე გავუწევთ დახმარებს“ - ამბობს ჩავუშოღლუ. მან აგრეთვე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი,ემანუელ მაკრონი და აღნიშნა: „საფრანგეთი ღიად უჭერს მხარს ოკუპანტ ქვეყანას, სომხეთს“- განაცხადა ჩავუშოღლუ.
მასალის გამოყენების პირობები






