რუსთავის მე-7 საჯარო სკოლა დაკეტილია - მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
COVID-19 - 16:35, 05 Oct, 2020     820
რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი საჯარო სკოლის პირველკლასელია. კორონავირუსი რუსთავის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რომ იყო ორი საეჭვო შემთხვევა. ერთ შემთვევაში #4-ე სკოლაში არ დადასტურდა, ხოლო #7-ე სკოლაში დაუდასტურდა მოსწავლეს. მისი თქმით, სკოლაში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, თუმცა პატარები არიან და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას და გადაადგილებას, ამიტომ ეს კლასი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. მისი 27 თანაკლასელი და 2 პედაგოგი კი იზოლაციაში იმყოფება.

,,გვქონდა ორი საეჭვო შემთხვევა, სადაც გვქონდა ვარაუდი, რომ სკოლის მოსწავლე შეიძლება ყოფილიყო დაინფიცირებული. ორივე დადასტურებულ შემთხვევასთან - ოჯახის წევრთან კონტაქტები იყო. ერთ შემთხვევაში #4-ე სკოლაში არ დადასტურდა, ბავშვი, რომელიც ხუთშაბათს და პარასკევს იყო სკოლაში, ის იზოლაციაშია გადაყვანილი, როგორც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, სკოლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თავისუფლად შეუძლიათ ბავშვებმა წესებისა და რეკომენდაციების დაცვით გააგრძელონ სწავლა და მშობლებსაც შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

მეორე შემთხვევაში, სამწუხაროდ სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული, დღეს გახლდით სკოლაში და ჩვენი თვალით ვნახეთ, რადგან პატარები არიან და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას და გადაადგილებას, მივიჩნიეთ მიზანშეწონილად, რომ ეს კლასი გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე და იზოლაციაში. ამ პერიოდში განხორციელდება მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა ყოველდღიურად, ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა დაექვემდებარება შესაბამის კვლევას. სკოლა მუშავდება დღეში რამდენჯერმე, როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფნები, ამის მიუხედავად მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სპეციალისტების ჯგუფი ჩაატარებს გენერალურ დეზინფექციას. მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ აბსოლტურად კონტროლდება სიტუაცია, უსაფრთხოა სწავლა, თუმცა მშობელს მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42