ქვეყანაში PCR ტესტების დეფიციტი არ შეინიშნება - ეკატერინე ტიკარაძე
COVID-19 - 14:04, 05 Oct, 2020     1035
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში PCR ტესტების მარაგი საკმარისია და მისი დეფიციტი არ შეინიშნება, ამის პარალელურად კი მისი შესყიდვა გეგმურად მიმდინარეობს:

„PCR ტესტების მარაგი ქვეყანაში შეძენილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენს მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა სამედიცინო დაწესებულებების რესურსებზე და აღნიშნა, რომ ის ამოუწურვადი არასდროს არის:

„ადამიანური რესურსი დღეს ყველაზე კრიტიკული რესურსია, რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, ის თვლადი და გაზომვადია, -ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პრემიერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არ არის შეუზღუდავი.

რა თქმა უნდა, რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, რესურსი არის თვლადი და გაზმოვადი. სწორედ ეს იგულისხმა პრემიერმა. არც ლაბორატორიების სიმძლავრე, არც სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე და ადამიანური რესურსი არამხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით არასდროს არ არის ამოუწურავი.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა, იყოს საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ ის გეგმური ნაბიჯები, წინდახედული და გათვლილი ზომები, რომლებიც გვაქვს მიღებული, რაციონალურად გადანაწილდეს დროში. ყველა კარგად ვხვდებით, რომ კოვიდინფექცია არ დაწყებულა თებერვალში და არ დამთავრდა მარტში.

მასთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურება მიმართონ , არამედ ჰქონდეთ საშუალება მოემსახურს ისეთი პერსონალი, რომელიც არ იქნება24/7-ზე გადატვირთული და მივაწვდით ხარისხიან სერვისს.

ადამიანური რესურსი დღეს ყველაზე კრიტიკული რესურსია, ვინაიდან ადამიანებს, მითუმეტეს, მათ ვინც კრიტიკულ მედიცინაში მუშაობს, აქვს 24 - საათიანი სამუშაო გრაფიკი. მათ სჭირდებათ დასვენება და საშეღავათო გრაფიკი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42