აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა სომხურმა სარაკეტო სისტემებმა უკვე მეორედ დაბომბეს. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. უწყების თქმით, იერიში განხორციელდა სომხეთიდან, ბერდსკის რაიონიდა. აღნიშულ ფაქტს უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს YOUTUBE-ის ოფიციალურ გვერდზე გამაოქვეყნა კადრები, სადაც ასახულია სომხური სარაკეტო არტილერიის მიერ აზერბაიჯანელთა მიმართულებით ჭურვების გაშვების კადრები- გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სმერჩის 300 მმ-იან რეაქტიული ცეცხლის სისტემებზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 ოქტომბრის დილით გამოაცხადა აზერბაიჯანისგან ფრონტის მთელ მიმართულებაზე შეტევის განახლების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






