თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის „დედაქალაქი“ სტეფანაკერტის გარეუბანი დღეს დილიდან აქტიურად იბომბება აზერბაიჯანული საარტილერიო დანადგარების მხრიდან- რია ნოვოსტის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ჟურნალისტთა თქმით, დაბომბვის კონკრეტული ლოკაციები ჯერ არ არის დადგენილი.
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი დიდ დროს სარდაფებში ატარებს. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს სტეფანაკერტს და სომხეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება.
სომხურმა მხარემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია აზერბაიჯანული არტილერიის მიერ სტეფანაკერტზე დაბომბვის კადრები. ვიდეო გადაღებულია ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით, სადაც ნათლად ჩანს აკრძალული, კასეტური ჭურვის დაცემის კადრები. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო დანადგარ grad lar-160-ის კასეტური ფრაგმენტების მქონე რაკეტები ისროლა ქალაქის დასახლებულ ზონაში.
შეგახსენებთ, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების აკრძალვაზე 2010 წლის 1 აგვისტოს შეთანხმებას ხელი მოეწერა. აღნიშნულ ხელშეკრულებას 107-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ხელმომწერ ქვეყნებს ეკრძალებათ კასეტური ბომბების არა მხოლოდ გამოყენება, არამედ წარმოება, შენახვა და სხვა ქვეყნისთვის გადაცემა ან მიყიდვა.
მასალის გამოყენების პირობები






