„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა 578 ახალი შემთხვევა. ამჟამად ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 8696-ია. აქედან გამოჯანმრთელებულია 50%-ზე მეტი, ანუ 4619 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსი დაამარცხა 375-მა პაციენტმა, შესაბამისად, აქტიური კოვიდინფიცირებული გვყავს 4077 პაციენტი, რომელთა უმეტესობა მკურნალობას გადის სხვადასხვა სტაციონარში, არიან ასევე ბინაზე დატოვებული პაციენტები, საკარანტინო სასტუმროებში განთავსებულები და ა.შ.
რაც შეეხება აქტიური შემთხვევების რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, სურათი ასე გამოიყურება: აჭარა - 416 ახალი შემთხვევა, თბილისში - 72, იმერეთში - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში არის 10, გურიაში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 3, კახეთში - 1, შიდა ქართლში - 1.
45 კრიტიკულად მძიმე, რომელთაგანაც 41 მართვით სუნთქვაზეა.კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან 9 მათგანი ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი“ - განაცხადა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






