"აზერბაიჯანმა ერთი ქალაქი და დამატებით 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ყარაბაღში, პოზიციებზე დატოვებულია სომხური სამხედრო აღჭურვილობა" - აზერბაიჯანი ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მსოფლიო - 11:25, 05 Oct, 2020     5041

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება აქტიურ ფაზაშია და ყოველდღიურად მწვავდება. გასული დღისა და ღამის განმავლობაში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ე.წ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის შეიარაღებული ზღუდეები და პოზიციები სამხრეთის მიმართულებაზე გაარღვიეს და მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა თავის გამოსვლაშიც ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ქალაქი ჯაბრაილის გათავისუფლებასთან ერთად კონტროლი დამყარებულია ისეთ დასახლებულ პუნქტებსა და სოფლებზე, როგორებიცაა: კარხულუ, შუკურბეილი, ჩერეხანი, დაშკასანი, ჰოროვლუ, მაჰმადლუ, ჯაფარაბადი, იუხარი მარალიანი და სხვა...


გასული ღამის განმავლობაში სომხურმა სარაკეტო არტილერიამ იერიში მიიტანა აგრეთვე აფშერონის ნახევარკუნძულზე, ბაქოს გარეუბანსა და აგრეთვე მინგეჩაურის წყალსაცავის ტერიტორიაზე. ექსპერტთა აზრით, აღნიშული ქმედება მიზნად ისახავს იმ მოცემულობას, რომ აზერბაიჯანმა ზემოხსენებულ სარაკეტო დარტყმას ანალოგიურად უპასუხოს სომხეთის ტერიტორიაზე, რომლითაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) წევრ რუსეთს დაავალდებულებს შეთანხმების პირობების უზრუნველყოფას და სომხეთის აგრესორისგან დაცვას.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია სომეხ მებრძოლთა კონტროლირებადი პოზიციების დაკავება. აღნიშნულ კადრებში აგრეთვე ჩანს ნაალაფარი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42