ილჰამ ალიევმა ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსახლეობისათვის ვიდეომიმართვა გაავრცელა. იგი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული არმია არ აპირებს უარი თქვას საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაზე.
ალიევის თქმით, ფაშინიანი ყოველ დღე ურეკავს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს და დახმარებას სთხოვს. მან დარწმუნებით ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედების გამოხატულებაა.
„არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერ, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაერეკოს, ყველას აგენტებს უგზავნის, ევედრება და მუხლებზე უჩოქებს. მისი ყოველი ნაბიჯი პროვოკაციული იყო. მისი ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და რა გგონია ამას შევეგუებით? ახლა ჩვენ ვაჩვენებთ მათ , ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი სამხედროები მათ ძაღლებივით მიერეკებიან! აზერბაიჯანის დროშა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრიალებს! მათი სამხედრო პოსტები ჩვენი დაქვემდებარების ქვეშაა! ჩვენ მათ იარაღებსა და ტანკებს დავეუფლეთ! “ - განაცხადა ილჰამ ალიევმა
მასალის გამოყენების პირობები






